ექსკურსია: ანანური და ყაზბეგი

ანანურის ციხე (XVI ს.) მდებარეობს ჟინვალის წყალსაცავის სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ანანურის ციხე არაგვის საერისთავოს (შუა საუკუნეების ფეოდალური სათავადო საქართველოში) ცენტრი იყო. უძველესი არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს საცხოვრებელ, სამხედრო და რელიგიურ დანიშნულების შენობებს. მძლავრი თავდაცვითი ნაგებობიდან დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ზედა ციხე (ციტადელი) გალავანით, პირამიდული სახურავის მქონე კვადრატული კოშკი (ციხის ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული ნაგებობა), ორი ტაძარი და სამრეკლო. ქვედა ციხიდან და მის ტერიტორიაზე მდებარე ორი პატარა ეკლესიიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ციხის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია აშენდა 1689 წელს. ტაძარი აუგიათ თლილი ქვით, მის ფასადებს ამშვენებს წმინდანთა, ცხოველთა და მცენარეთა ბარელიეფები.

ქალაქი სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი), რომელიც ახლა კურორტად ითვლება, მდებარეობს მყინვარწვერის (ყაზბეგის) მთის ძირში, მდინარე თერგთან ახლოს. გამოცდილი ინსტრუქტორების და პროფესიონალი მთამსვლელების ხელმძღვანელობით სტეფანწმინდიდად ხდება ტურისტების აყვანა მყინვარწვერზე. ეს ადგილები განთქმულია თავისი ბუნებით. ადგილობრივი მთები, ხეობები, უღელტეხილები, ტბები, მდინარეები და ტყეები – ეს არის ამ კუთხის მთავარი ღირსშესანიშნაობები.
გერგეტის სამების ეკლესია (ზღვის დონიდან 2170 მ) აშენდა 600 წლის წინ. ქვისდან ნაგები ტაძარი ერთ-ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობა და ქვეყნის სიამაყეა. აქიდან მოწმენდილ ამინდში იხსნება განსაცვიფრებელი ხედი საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე – მყინვარწვერზე (იგივე ყაზბეგი) (სიმაღლე: 5147 მ).

Menu
/**"@type": "LocalBusiness",**/
Live