ექსკურსია დავით
დავით გარეჯი – VI ს-ში კლდეში ნაკვეთი ქართული სამონასტრო კომპლექსია. დაახლოებით 20 მონასტერი შედის კომპლექსის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამი მუნიციპალიტეტის – საგარეჯოს, გარდაბნის და სიღნაღის ტერიტორიაზე. მთავარ მონასტრად ითვლება წმინდა დავითის სახელობის ლავრა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის გამყოფი მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. საზღვარი გადის მთის წვერზე, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები უდაბნოს უწოდებენ, ერთ-ერთი მონასტრის სახელიდან გამომდინარე. ეს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. ასევე, მთის სამხრეთ კალთაზე 100-ზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები კელიებად იყენებდნენ. საზღვრიდან ყველაზე შორს, დაახლოებით ორ კილომეტრში, არის ბერთუბნის მონასტერი (თარიღდება XII საუკუნით). კომპლექსში შემავალ მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემორჩენილია ფრესკები (VI-IX სს.), მათ შორის თამარ მეფის ფრესკა.