თოვლით დაფარული მთები, თბილი მოალერსე ზღვა, მწვანე უდაბნო, უძველესი სტალაქტიტის ღრმა გამოქვაბულები, სამკურნალო მინერალური წყლები, საოცარი გემოს ღვინოები და ჯადოსნური არომატის სამზარეულო – ყველაფერი ერთ ფლაკონში. ჩვენ არ ვიცით კიდევ სად შეიძლება მსგავსი ჯადოსნური კომბინაციის პოვნა!? მხოლოდ საქართველოში შეგიძლიათ! თქვენ, უბრალოდ, ტანსაცნელი უნდა ჩაალაგოთ და გვეწვიოთ.
თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ აირჩიოთ კომფორტული სასტუმრო ქალაქში, ისაუზმოთ სტანდარტულად, იაროთ ექსკურსიაზე, იხილოთ საქართველო ტურისტული ავტობუსის ფანჯრიდან და სახლში გაემგზავრეთ შეგრძნებით, რომ “ჩვენ მსგავსი ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ”, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ულევია საოცარი ღირსშესანიშნაობები, მაგრამ იმისათვის, რომ გაიგოთ, იგრძნოთ და სამუდამოდ შეიყვაროთ საქართველო – თქვენ უნდა იცხოვროთ, თუნდაც ცოტახნით, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის. მიირთვათ მწვადი, დალიოთ სახლში დაწურული ღვინო, იმღეროთ და თუნდაც, ისწავლოთ ქართული ცეკვა, სწორედ ეს არის – სამოთხე დედამიწაზე, ეს არის ის ადგილი, რომელსაც ღმერთი საკუთარი თავისთვის ინახავდა, მაგრამ ქართველებს გადასცა, როდესაც ისინი ღმერთთან დაგვიანებით მივიდნენ თამადის მიერ წარმოთქმული გრძელი სადღეგძელოს გამო. გეპატიჟებით «შატო ფორტ დე მანავი», სადაც თავს ისე გრძნობთ, როგორც ძველ ქართულ ზღაპრებში და შეგიყვარდებათ საქართველო ისევე, როგორც ჩვენ!
«შატო ფორტ დე მანავი» შესაძლებლობას გაძლევთ ღამე გაატაროთ ნამდვილ ქართულ სასახლეში, გაეცნოთ ქართული ღვინის მომზადებისა და შენახვის უძველეს ტექნოლოგიას. შემოდგომაზე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ რთველში, დაკრიფოთ ყურძენი ჩვენს ვენახებში და დააყენოთ ღვინო, გამოაცხოთ ჩვენთან ერთად არომატული პური, რომელსაც ჩვენ ყველით მივირთმევთ, მაგრამ მარტო პურიც ისეთი გემრიელია, რომ შეუძლებელია მისგან მოწყვეტა. აქვე, შეგიძლიათ მოამზადოთ მურაბა, რომელიც თქვენს სახლში გაგახსენებთ საქართველოს თავისი ზაფხულის არომატებით. ასევე, შეგიძლიათ შეისწავლოთ ქართული კერძების მომზადების საიდუმლოება პროფესიონალი პირიდან, რათა შემდეგ თავად შეძლოთ მათი მომზადება. ბავშვებს შეუძლიათ, სურვილისამებრ, მონაწილეობა მიიღოთ შინაური ცხოველების მოვლის პროცესში, ისწავლონ მათზე ზრუნვა – ერთი სიტყვით, იმ ჯადოსნური სამყაროში გეპატიჯებით, სადაც ცხოვრების ჩვევა ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა დაბინძურებულ და მტვრიან ქალაქებში ცხოვრების გამო.
ჩვენ გვაქვს 30 წლიანი გამოცდილება ტურიზმში, გვყავს საკუთარი ტრანსპორტი. ჩვენთან მუშაობენ განათლებული გიდები, რომლებიც 7 ენაზე საუბრობენ. თუმცა, სანამ ჩვენ სამოგზაუროდ შემოგვიერთდებით, თქვენ შეგიძლიათ აქვე დაათვალიეროთ ადგილობრივი ისტორიული სანახაობები, როგორიცაა, მანავის ციხე-კოშკი და მეთერთმეტე საუკუნის ეკლესია, რომელიც ჩვენი ეზოდანაც გარკვევით ჩანს. დაბრუნებულზე კი სიმშვიდე, კომფორტი და საუკეთესო ვახშამი დაგხვდებათ. ვახშმის მოსამზადებელი პროდუქტები აქვე ეზოში იზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჭაჭისა და ღვინის რამოდენიმე სახეობა და თავი შეიქციოთ დღის შთაბეჭდილებების შესახებ ხაგრძლივი საუბრებით.
არავინ ტოვებს ჩვენ «შატოს ფორტ დე მანავს» ცარიელი. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეიძინონ ღვინო და ჭაჭა კომპანია “შატო ფორტ დე მანავიდან”, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოეწონებათ ღვინის დეგუსტაციის დროს. ესეთ ღვინოს სხვაგან ვერსად იყიდით! ჩვენი ღვინო და ჭაჭა იწარმოება ყურძნისგან, რომელიც იზრდება მხოლოდ ჩვენს ვენახში, ყოველგვარი ქიმიისა და დანამატის გარეშე. ღვინო წარმოებულია მცირე, შეზღუდული რაოდენობით.