«შატო ფორტ დე მანავის» შესახებ

ბატონი ლევან წაქაძის ოჯახის სამკვიდროა.

პირველი დოკუმენტური მასალა, სადაც მოხსენიებულია წაქაძის გვარი ნაპოვნია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ზარზმნის მონასტრის მარცხენა კარის ზედა ქვაკვეთაში (დათარიღებულია მე-9 საუკუნით ჩვენი წელთაღვრიცხვით). წარწერაში აღნიშნულია: “წაქაძესა გიორგისა და მშობელსა მისსა, დედისიმედსა შეუნდენ ღმერთმან!”.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა იყო მიზეზი აღნიშნული გვარის ასეთი პატივდებისა, მაგრამ ფაქტია, რომ წაქაძის გვარი საუკუნეებით უკვდავყვეს ზარზმის ქვაკვეთაში. თუმცა საკმარისია გავიხსენოთ ამ რეგიონის ისტორია, ზოგიერთი მკვლევარი მიდის დასკვნამდე, რომ წაქაძის ოჯახი, სავარაუდოდ, მონასტრის კეთილისმყოფელი და ბაგრატიონის სამეფო ოჯახის მცველი იყო. ეს ოჯახი იბრძოდა და თავდაუზოგავად იცავდა თავის ქვეყანას იმ ურიცხვი მტრის წინააღმდეგ, რომელიც იმ პერიოდში რეგულარულად თავს ესხმოდა ამ რეგიონს. ისტორიული წყაროების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის თანამედროვე ტერიტორიის საზღვრები დაცული იყო გამორჩეულად მამაცი მეომრების მიერ. მათი სიმტკიცე და წარმოსადეგობა შორს იყო ცნობილი. მათ ამოცანას წარმოადგენდა მტრის შემოსევების შეკავება სიცოცხლის ფასად, როდესაც ქალები, მოხუცები და ბავშვები თავს დაცულ მონასტერს ან გამაგრებულ ციხე-კოშკს შეაფარებდნენ, სადაც დიდი ხნითაც შეეძლოთ თავის შენახვა.

დედისიმედის შესახებ უფრო მეტი ცნობებია შემონახული. ის იყო მუხრანელ ბაგრატიონთა შთამომავალი. დედისიმედმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სპარსელების მიერ სამცხე-ჯავახეთის დალაშქვრის დროს XVI საუკუნეში. სპარსელების მიერ რეგიონის დაპყრობის შემდეგ დედოფალი იძულებულია ქართლში გადასახლდეს. მოსახლეობაც სიკვდილით დასჯას გაურბოდა და თავს ქვეყნის ჩრდილოეთში გაქცევით შველოდა. დასავლეთ საქართველოს იმდროინდელმა მმართველმა სოლომონ II გამოუყო მიწა გადმოხვეწილ მეომრებს და მათ ოჯახებს დღევანდელი იმერეთის ტერიტორიაზე. ასე შეიქმნა სოფლები სვირი I და სვირი II, რომლებიც დღესაც არსებობენ. სვირი – მცველს ნიშნავს. ამ ორ სოფელში მოსახლების თითქმის 80 % დღესაც წაქაძეების ოჯახებია.

XVIII საუკუნემდე საქართველო დაყოფილი იყო სამთავროებად. აღმოსავლეთი და დასავლეთ საქართველო იმართებოდა ძმების სოლომონ II და ერეკლე II მიერ. საქრთველოს გაერთიანება 1790 წელს მოხერხდა ერეკლე მეორის მიერ. თუმცა მტრის შემოსევის შემთხვევაში ძმები ყოველთვის ერთიანდებოდნენ.
როდესაც მტერი ირანიდან, თანამედროვე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან აღმოსავლეთ საქართველოს თავს ესხმოდა დახმარება არასოდეს არ აყოვნებდა დასავლეთ საქართველოდან. ასე აღმოჩნდნენ წაქაძეები აღმოსავლეთ საქართველოში. დღესაც, წაქაძეების ოჯახი განაგრძობს ერთგულად ქვეყნის სამსახურს. ამჟამად, მამაცი და ვაჟკაცი ადამიანების შესახებ ხსოვნა ისტორიამ შემოგვინახა.

სოფელი მანავი (საგარეჯოს რაიონი, კახეთი), სადაც სამშობლოს დიდი სიყვარულით ავაშენეთ «შატო ფორტ დე მანავის», ყოველთვის წარმოადგენდა სატრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას ქვეყნის და დედაქალაქამდე მისასვლელი გზის დასაცავად. ამ სოფლის სილამაზემ და მომხიბვლელობამ ბაგრატიონებიც არ დატოვა გულგრილი და სამეფო ოჯახმა აქ ააშენა ციხე-სიმაგრე და თავისი საზაფხულო რეზიდენცია. აქ დაქორწინებულან ცნობილი მეფის ერეკლე მეორის მშობლები – მეფე თეიმურაზი და დედოფალი თამარი. ზაფხულობით კი მეფის ოჯახობა რჩებოდა ხოლმე მანავის ციხეში.

ამჟამად, წაქაძეების საგვარეულოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებია წარმოდგენილი: სამხედრო ლიდერები, ცნობილი სპორტსმენები, ბიზნესმენები, მეცნიერები და ჩვეულებრივი მეღვინეებიც. ქვეყანაში, სანამ მშვიდობა სუფევს, ჩვენ ვაშენებთ ვენახს, ვაწარმოებთ ღვინოს, ვზრდით შვილებს, სტუმრებს კი სათანადოდ ვხვდებით.

ჩვენ არ ვახდენთ ადამიანების კატეგორიზაციას სიმდიდრის, კანის ფერის ან რელიგიის მიხედვით. ჩვენ ბრძენი მეფე თამარის ნაანდერძალი დოგმით ვცხოვრობთ: “ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ”.
მზად ვართ, დიდი სიხარულით მივიღოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩვენთან მეგობრობა და ქვეყნისთვის მშვიდობა სურს.
Menu
/**"@type": "LocalBusiness",**/
Live