ერთდღიანი ტურები სასტუმრო «შატო ფორტ დე მანავიდან»

ჩვენ გვაქვს 30 წლიანი გამოცდილება ტურიზმში, გვყავს საკუთარი ტრანსპორტი. ჩვენთან მუშაობენ განათლებული გიდები, რომლებიც 7 ენაზე საუბრობენ. თუმცა, სანამ ჩვენ სამოგზაუროდ შემოგვიერთდებით, თქვენ შეგიძლიათ აქვე დაათვალიეროთ ადგილობრივი ისტორიული სანახაობები, როგორიცაა, მანავის ციხე-კოშკი და მეთერთმეტე საუკუნის ეკლესია, რომელიც ჩვენი ეზოდანაც გარკვევით ჩანს.
ერთდღიანი ტურებიდან ჩვენ გთავაზობთ მოინახულოთ ყაზბეგის თვალუწვდენელი მთა თუ უდაბნო, დავით-გარეჯის უძველეს კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსში – მწვანე ოაზისში, ასევე, მოინახულოთ, მარადიული სიყვარულის ჯადოსნური ქალაქი – სიღნაღი და დატკბეთ ალაზნის ველის ხედებით ფრინველის ფრენის სიმაღლიდან. თქვენ შესაძლებლობა გექნება განიბანოთ წყაროში, რომელიც ჩვენი გამნმანათლებლის, ქრისტიანობის საქართველოში გამავრცელებლის – წმინდა ნინოს წყაროს სახელითაა ცნობილი და მის საფლავთან ახლოს მდებარეობს. ერთდრიანი ტურის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, მოისმინოთ მეოთხე საუკუნეში ქართველების საოცარი გადარჩენის ისტორია, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება, და ასევე, ესტუმროთ კახეთის უძველესს დედაქალაქს – გრემს და დატკბეთ საქართველოს ამჟამინდელი დედაქალაქის, თანამედროვე თბილისის ხედებით და გოგირდის აბანოებით.
მოინახულოთ მცხეთა – საქართველოს უძველესი დედაქალაქი და ტაძარი, სადაც ქრისტეს კვართი ინახება. მოგრუნებისას კი სიმშვიდე, კომფორტი და საუკეთესო ვახშამი დაგხვდებათ. ვახშმის მოსამზადებელი პროდუქტები აქვე ეზოში იზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჭაჭისა და ღვინის რამოდენიმე სახეობა და თავი შეიქციოთ დღის შთაბეჭდილებების შესახებ ხაგრძლივი საუბრებით.

ტურების ორგანიზება ხდება წინასწარი დაჯავშნით, მხოლოდ «შატო ფორტ დე მანავის» სტუმრებისთვის.

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ევროში ტრასპორტის, გიდის, ბილეთების და დეგუსტაციის საფასურის გათვალისწინებით
ადამიანების რაოდენობა / ხანგრძლივობა 2 ადამიანი 4 ადამიანი 6 ადამიანი 8 ადამიანი 10 ადამიანი 12 ადამიანი 15 ადამიანი
თბილისის ტური (ფეხით) – 2-3 საათი              
თბილისის ტური + მუზეუმები – 5-6 საათი              
თბილსის სანახაობები (მანქანით +ფეხით) – 3 საათი              
თბილისის სანახაობები + მცხეთა – 6 საათი              
ტური ცქრიალა ღვინის ქარხანა ბაგრატიონში + თბილისის სანახაობები – 5 საათი              
ტური კონიაკის ქარხანა სარაჯიშვილში + თბილისის სანახაობები – 5 საათი              
ტური დმანისში – 7 საათი              
ტური ყაზბეგში – 8 საათი              
ტური უფლისციხეში – 5 საათი              
ტური სიღნაღში – 5 საათი              
ღვინის ტურის კახეთის რეგიონში (1 მთელი დღე)              
ტური დავით-გარეჯში – 4 საათი              
ტური კახეთში: გასეირნება საჰაერო ბუშტზე – ნახევარი დღე              

15 ადამიანზე მეტი ჯგუფის ფასები მოთხოვნით

Menu
/**"@type": "LocalBusiness",**/
Live