ექსკურსია კახეთში: თელავი – წინანდალი

თელავი — საქართველოს ქალაქი ალაზნის ველზე მდებარეობს და კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი მდებარეობს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, თბილისიდან 70 კმ-ში. თელავის არსებობა დადასტურებულია ჩვ. წ.-ით I საუკუნიდან. საუკუნეების განმავლობაში ქალაქი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპისკენ მიმავალ საქარავნო გზაზე.

ერეკლე II სასახლის მუზეუმი (XVIII ს.) წარმოადგენს გალავნიან ციხეს კოშკებით, სადაც ფაქტიურად სახლ-მუზეუმიცაა განთავსებული. აქ დაიბადა და გაიზარდა ერეკლე II. სახლი არის ერთსართულიანი და პატარა. ირგვლივ კიდევ რამდენიმე შენობა, ტაძარი და მოედანია, საიდანაც ხედი იშლება ალაზნის ველზე. ერეკლე II საქართველოს ისტორიაში ცნობილია როგორც მეფე, რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს რუსეთის იმპერიასთან. სასახლის წინ მეფე ერეკლე II-ის ძეგლია აღმართული.
თელავი საბჭოთა ხალხის მეხსიერებაში ცნობილი ფილმის „მიმინოს“ წყალობით შემორჩა.

წინანდალი არ არის მხოლოდ ღვინის სახეობა, არამედ სოფელიცაა, სადაც კახელი თავადის – ჭავჭავაძის მდიდრული მამული მდებარეობს.
წინანდალში, ა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში განვითარდა რუსი დიპლომატისა და ქართველი თავადის ასულის რომანტიკული სიყვარულის ისტორია. აქ ერთერთმა პირველებმა დაიწყეს ქართული ღვინის წარმოება ევროპული მეთოდით, რომელიც ამჟამადაც გრძელდება. წინანდლის მამულში არის მოქმედი მუზეუმი, პარკი, ღვინის საცავი და სადეგუსტაციო ოთახი. ამბობენ, ლერმონტოვი წინანდალს ესტუმრაო და ამ მამულში გრიბოედოვი ნინო ჭავჭავაძეს სიყვარულში გამოუტყდაო.
ამჟამინდელი წინანდლის სასახლე 1820-იანი წლების დასაწყისში ცნობილმა ქართველმა პოეტმა და მოაზროვნემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ ააგო. თავადს სურდა, საქართველოს ულამაზეს ბუნებაში შეეტანა ევროპული მამულების ელეგანტურობა და პეტერბურგული პარკების მოწყობის გამოცდილება.

Menu
/**"@type": "LocalBusiness",**/
Live