ბუტიკ-სასტუმრო «შატო ფორტ დე მანავი»

Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави
Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави Гостиница в Шато Форт Манави

ბუტიკ-სასტუმრო „შატო ფორტ დე მანავი“ მდებარეობს სოფელ მანავში, თბილისის აეროპორტიდან 40 კილომეტრში, ულამაზეს მეღვინეობის რეგიონში – კახეთში. სოფელი მანავი ცნობილია თავისი ისტორიული მანავის ციხით და ადგილწარმოების ღვინოთი – „მანავის მწვანე“. ბუტიკ-სასტუმრო „შატო ფორტ დე მანავის“ ტერიტორიაზე გაშენებულია ვენახები, გვაქვს ღვინის მარანი, სადაც გთავაზობთ ფართო არჩევანს, შინაურ გარემოში დააგემოვნოთ აუთენტური, უნიკალური, ადგილობრივი ყურძნიდან ჩვენ ქვევრში დაწურული ღვინოები.

ბუტიკ-სასტუმრო „შატო ფორტ დე მანავი“ მცირე ზომის, 10 ნომრიანი, მოხდენილი, ელეგანტური, კომფორტული სასტუმროა, რომელიც სთავაზობს სტუმრებს ქართულ ტრადიციულ სტილში მომზადებულ დილის საუზმეს. საუზმე 11 საათამდე გრძელდება.
სასტუმროში სუფთა, შინაურულად მყუდრო ოთახებია. ყოველ ოთახში კომფორტული საწოლია, აბაზანა დუშით და ყველა საჭირო ინვენტარით, დიდი პირსახოცი, კონდიციონერი, ტელევიზორი და Wi-Fi.

ბუტიკ-სასტუმრო „შატო ფორტ დე მანავის“ რესტორანი სტუმრებს სთავაზობს მხოლოდ ტრადიციულ ქართულ კერძებს, რომელიც ადგილობრივი ეკო პროდუქტებიდან მზადდება. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მენიუს შერჩევა შესაძლებელია ვეგეტარიანელებისათვის, ვეგანებისათვის, რელიგიური ან სხვა სახის შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში.

ჩვენგან სამონასტრო კომლექსებამდე, როგორიცაა დავით გარეჯი და ნინოწმინდა, 20 კილომეტრია, ცნობილ სიყვარულის ქალაქ – სიღნაღამდე და დედაქალაქ თბილისამდე 40 კილომეტრია. ჩვენგან თელავი, გრემი, წინანდალი 70 კილომეტრითაა დაშორებული. „შატო ფორტ დე მანავის“ სტუმრებისათვის, წინასწარი შეთანხმებით, ტარდება ერთდღიანი ექსკურსიები პროფესიონალი გიდების თანხლებით. მოგემსახურებათ კომფორტული ტრანსპორტი.

ბუტიკ-სასტუმრო „შატო ფორტ დე მანავის“ სტუმრებისათვის იმართება ჭაჭის და ღვინის დეგუსტაციები, საავტორო მასტერ კლასები და სხვა ღონისძიებები.

ნომრების ფასი

ტუროპერატორებს ვთავაზობთ ფასდაკლებას!

Menu
/**"@type": "LocalBusiness",**/
Live