ქართული ღვინის წარმოების ისტორია

2013 წლის დეკემბერში UNESCOმ ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც უკვე 8000 წლისაა, შეიტანა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში. ორიოდე ათწლეულის უკან ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისი სამხრეთით, უძველესი დასახლებული პუნტის ნანგრევებში აღმოაჩინეს რამოდენიმე ყურძნის წიპწა, რომელიც თარიღდება 6000 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

მორფოლოგიური და ამფელოგრაფიული ანალიზის შედეგად დადგინდა ყურძნის სახეობა Vitis Vinifera Sativa.  უხსოვარი დროიდან საქართველოში არ შეწყვეტილა მევენახეობა და მეღვინეობა. მევენახეობა-მეღვინეობა მუდმივად ვითარდებოდა და იხვეწებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნა თავისებური ბუნება და ტრადიციები, რაც ამ დარგს ახასიათებდა ათასწლეულების უკან. ესეც განაპირობებს საქართველოში ყურძნის 8000 წლიან რთველიანობას. საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ნეოლითურ ეპოქაში ქვევრის წინამორბედად მიჩნეულ ჭურჭელში ღვინო მზადდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ლინგვისტებს მიაჩნია ევროპულ ენებში დამკვიდრებული ღვინის აღმნიშვნელი სიტყვაც ქართული წარმოშობისაა: Vinum, Wine, Vin, Wein, Wine და ა. შ.

გინესების რეკორდების წიგნში ქართული ღვინო აღიარებულია უძველესად. ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური მასალის საქართველოში აღმოჩენამდე, მსოფლიოში უძველეს ღვინოდ მიიჩნეოდა ირანში, ჰაჯი ფირუზ ტეპეში აღმოჩენილი ღვინო, რომელიც თარიღდება 5400-5000 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. საქართველოს აღმოჩენა 600-1000 წლით უსწრებს ირანისას, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში უკვე განვითარებული იყო მეღვინეობა, და სავარაუდოდ მევენახეობაც, 8000 წლის წინათ.  საფრანგეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის მკვლევარებმა დაადასტურეს ღვინის ნარჩენების არსებობა ქვევრის ნატეხებზე, რომელიც დათარიღებულია 6000 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე და აღმოჩენილი იყო მინიმუმ ორ განსხვავებულ არქეოლოგიური კვლევის ადგილზე საქართველოში. თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს ორი ნეოლითური სოფლის არქეოლოგური კვლევისას – გადაჭრილი გორა და შულავერის გორა, თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით. აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ქიმიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა – ღვინის მჟავა და დადგინდა,რომ მასში ინახებოდა ღვინო, რადგან ღვინის მჟავის შემცველობა დამახასიათებელია მხოლოდ ევრაზიული ყუძნის ჯიშებიდან დამზადებულ ღვინობისთვის. სხვა ორგანული მჟავეებიც (ვაშლის მჟავა, ციტრუსის მჟავა და სუკიცინის მჟავა) აღმოჩენილია ევრაზიული ყურძნის ჯიშების შემადგენლობაში, რაც კიდევ ერთხელ, აღმოჩენის მნიშვნელობას ადასტურებს.

Menu
Live