მარანი
«შატო ფოტ დე მანავის» – ციხე-სიმაგრე მდებარეობს დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, ისტორიულად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გზაზე: კახეთის რეგიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით. ამჟამად, მანავი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშუტების გზაჯვარედინზეა განლაგებული: თბილისი, ქვეყნის დედაქალაქი 50 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო 20 კილომეტრია ცნობილ კლდეში ნაკვეთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე, 50 კილომეტრია „სიყვარულის ქალაქად“ ცნობილ სიღნაღამდე, საიდანაც ულამაზესი ალაზნის ველი იშლება, 90 კილომეტრია ლაგოდეხის ნაციონალურ დაცულ ტერიტორიამდე, ხოლო სულ რაღაც – 120 კილომეტრია აზერბაიჯანის საზღვრამდე.
«შატო ფოტ დე მანავის» არის ქართული ტრადიციული არქიტექტურის კლასიკური მაგალითი: ბუნებრივი რიყის ქვა, ნატურალური ხე და აქვეა, მარანი, სადაც მზადდება და ინახება ღვინო ქართული ტრადიციული მეთოდის მიხედვით. ეზოშივეა კახეთში გავრცელებული ხეების ბაღი: ბროწეული, ლეღვი, კომში, კარალიოკი, ზღმარტლი, შინდი და მეპატრონის სიამაყის საგანი – ქართული ვენახი.
ტრადიციის მიხედვით, კახეთში ყურძენი იკრიფება გვიან სექტემბერში ან ადრე ოქტომბერში, იწურება დიდი თიხის ქვევრში. ქვევრი დამზადებულია მანავის თიხიდან, შიგნიდან დამუშავებულია ფუტკრის ცვილით და კირით. ქვევრი დაფლულია მიწაში. რადგანაც ქვევრი მიწაშია განთავსებული, შესაბამისად, ნარჩუნდება ტემპერატურული რეჟიმი: 14-15 გრადუსი. საღვინე მასალა დადუღებას ახდენს 3-4 თვის განმავლობაში. ამ ტექნოლოგიით, ქიმიური რეაქციების მეშვეობით ყურძნის კანიც და მწიკვიც ღვინის შემადგენლობაზე გავლენას ახდენს. დაწურული ყურძენი ინახება ქვევრში გარკველი პერიოდი. რის შედეგადაც, გემო უფრო გამორჩეული და მდიდარია, ვიდრე ევროპული ტექნოლიგიებით დამზადებულ ღვინოს გააჩნია. კახური ღვინო დიდი რაოდენობით პოლიფენოლს შეიცავს და ამიტომაც მიიჩნევა ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდაც.
ცნობილია რომ, ღვინის გემოს განაპირობებს ყურძნის სახეობა, ვენახის მდებარეობა და დამზადების ტექნოლოგია. ამიტომაცაა, ქართული ღვინოები დღეს მსოფლიო ინტერესის საგანი. უძველესი ქართული ტექნოლოგიის დამსახურებაა ჩვენი ღვინოს განსაკუთრებული გემო და ხასიათი, რაც განასხვავებს მას ევროპულისაგან.