ღვინის მასტერ კლასები
პერიოდი: სექტემბერი-ოქტომბერი, მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით!
ღირებულებაში შედის: ყურძნის შეკრება, ახალგაზრდა ღვინის ჩასხმა (1 საათი), ღვინისა და ახლად გამოწურული წვენის დეგუსტაცია, ახალი ბოსტნეული, მწვანილი, ყველის თასი, პური–პური, შაშლიკი (ბარბეკიუ).
ჩვენთან ერთად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ყურძნის დაკრეფაში, ღვინის დაწურვაში, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახალდაწურული ყურძნის წვენი და ჩვენთან ერთად აღნიშნოთ მოსავლიანობის დღესასწაული – რთველი.
რთველი დიდი დღესასწაულია ყველა ქართველისთვის. ამ დროს იკრიბებიან ოჯახებით, იწვევენ მეზობლებს, მეგობრებს, სტუმრებს. ყურძნის მოსავლის აღების შემდეგ დიდ წვეულებას მართავენ ხოლმე მუსიკის თანხლებით – ყველა მღერის, ცეკვავს და მხიარულობს გვიანობამდე. მენიუ -ტრადიციულია ასეთ წვეულებებზე.
პერიოდი: ნებიემერ დროს, მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით!
ღირებულებაში შედის: ჭაჭას დისტილაცია (40 წუთი), ჭაჭის დეგუსტაცია: თეთრი ჭაჭა, ჭაჭა მუხაში, ჭაჭა თარხუნში ან პიტნაში, ჭაჭა თხილის სეპარატორში, ახალი ბოსტნეული ან მარინატების ასორტი, მწვანილი, ყველის თასი, პური–პური, შაშლიკი (ბარბეკიუ).
განსაკუთრებული ყურძნის გემოთი გამორჩეული ძლიერი ალკოჰოლური სასმელია – ქართული ჭაჭა. მისი გამოხდა ხდება ფერმენტირებული ყურძნის ექტრაქტიდან. ქართველ მეღვინეებს სჯერათ, რომ მხოლოდ ისინი ფლობენ ამ სასმელის შექმნის საიდუმლოს. სინამდვილეში, არც ისე ადვილია შექმნა სასმელი, რომელშიც ალკოჰოლი 55-75+ გრადუსამდეა და ამავე დროს, სასიამოვნოა დასალევადაც და ყურძნის გემოც შენარჩუნებულია.
ქართველები არასოდეს სვამენ საჭმლის გარეშე, ამიტომაც ჭაჭის გამოხდის პროცესი სრულდება წვეულებით – ყველა მღერის, ცეკვავს და მხიარულობს. მენიუ -ტრადიციულია ასეთ წვეულებებზე.
პერიოდი: ნებიემერ დროს, მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით!
ღირებულებაში შედის: კვევრის გახსნა, კვევრის ღვინის დეგუსტაცია, ახალი ბოსტნეული, მწვანილი, ყველის თასი, პური–პური, შაშლიკი (ბარბეკიუ).
ყოველი ქართველი მეღვინის საქმიანობაში დგება ყველაზე საკრალური მომენტი, როგორიცაა ქვევრის მოხსნა. რამოდენიმეთვიანი მოლოდინი და ყოველწლიური ნერვიულობა – როგორაა მანდ ჩემი ღვინო? თავს თუ გრძნობს კარგად? რა ხდება? როგორი გამოგვივა წელს? – ყველაფერი ამის ფონზე ხდება ჯადოსნობა. ქვევრის იხსნება და …. შესაძლებელია ჯადოსნური სასმელის, ნამდვილი ქართული ღვინის დაგემოვნება, რომელიც ჩვენი ბაბუების თუ დიდი ბაბუების ქვევრებში დააყენეს. ტრადიციულად, მხოლოდ მამაკაცები კეთილი მეგობრების გარემოცვაში ხსნიან ქვევრს.
ეს განსაკუთრებული მოვლენა ნებისმიერი მეღვინის ცხოვრებაში და ჩვენ სტუმრებს ვიწვევთ ამ გამორჩეულ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად. დარწმუნებული ვართ, ეს მოგონებები დიდი ხნით გაგყვებათ ცხოვრებაში.
ტურისტული კომპანიებისთვის ფასდაკლება!